USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
გაერომ უკრაინისა და ევროკავშირის ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს
თარიღი:  410

23 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა უკრაინის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე.

193 წევრიან ასამბლეაზე - რომლის რეზოლუციებიც სავალდებულო ძალის არაა, თუმცა მათ მსოფლიოს შეხედულებების ბარომეტრებად განიხილავენ - უკრაინის და ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული დოკუმენტი დამტკიცდა ხმების თანაფარდობით 93-18, თავი შეიკავა 65-მა დელეგატმა. ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში - როცა 140-ზე მეტი ქვეყანა გმობდა რუსეთის აგრესიას და მოითხოვდა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირების უკან წაღებას. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.

გაეროს რეზოლუცია უკრაინის შესახებ - კენჭისყრის შედეგები
გაეროს რეზოლუცია უკრაინის შესახებ - კენჭისყრის შედეგები

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არ დამტკიცდა ალტერნატიული, აშშ-ის რეზოლუცია რომელიც გამოდიოდა ომის სწრაფი დასრულების მოწოდებით, თუმცა არ ახსენებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან შეტანილი შესწორებებით - დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა მის უფრო მცირე მეზობელ ქვეყანაში.

რეზოლუციების განხილვისას აშშ-ის წარმომადგენელმა ქვეყნებს მოუწოდა არ მიეცათ ხმა ევროკავშირის და ასევე რუსეთის მიერ შეტანილი შესწორებებისთვის მათ დოკუმენტში, "ჩვენ ვერ დავუჭერთ ამ შესრორებებს ხმას, ისინი უფრო სიტყვების ომს წარმოადგენენ და არ არიან მიმართული ომის დასრულებისკე. ვერც ეს შესწორებები, ვერც უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუცია ვერ შეაჩერებს მკვლელობებს. გაერომ უნდა შეაჩეროს მკვლელობები"- განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

193 წევრიან ასამბლეაზე ეს რეზოლუცია დამტკიცდა ხმების თანაფარდობით 89-8, თავი შეიკავა 70-მა დელეგაციამ. რეზოლუციას დაეთანხმა უკრაინა, აშშ-მა თავი შეიკავა, რუსეთი მისი წინააღმდეგი იყო. საქართველომ რეზოლუციის დამტკიცებისგან თავი შეიკავა, აშშ-ის მსგავსად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ომის მესამე წლისთავზე გაეროს რეზოლუციების კენჭისყრა განსაზღვრავს "ვუჭერთ თუ არა მხარს კანონის უზენაესობას".

აშშ-ის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ევროკავშირის შესწორებებით - კენჭისყრის შედეგები
აშშ-ის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ევროკავშირის შესწორებებით - კენჭისყრის შედეგები
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის