USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
გაერო-ში ისრაელის დელეგაციას დავითის ყვითელი ვარსკვლავის სტიკერები ეკეთათ, წარწერით: „აღარასდროს“
თარიღი:  514

გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაერო-ს უშიშროების საბჭო იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმებისთვის „ჰამასი“ არ დაგმო.

შეხვედრაზე მისულ ერდანსა და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრებს დავითის ყვითელი ვარსკვლავის სტიკერები ეკეთათ, წარწერით: „აღარასდროს“.

”ამ დღიდან, ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება. ისევე, როგორც ჩემი მშობლები და მილიონობით ებრაელის ბებია-ბაბუა, მე და ჩემი გუნდი ყვითელ ვარსკვლავებს ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ ამ ვარსკვლავს მანამ, სანამ არ დაგმობთ „ჰამასის“ სისასტიკეს და არ მოითხოვთ ჩვენი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - აღნიშნა ელჩმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის