გაერო-ს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტი სახელმწიფოებს მოუწოდებს გაათავისუფლონ ადამიანები, ვინც კორონავირუსისადმი მოწყვლად ჯგუფად ითვლება.
„კორონავირუსმა ციხეებს და საემიგრაციო დაკავების ცენტრებს დაარტყა. ის თავშესაფრებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც გავრცელდა, რაც ყველაზე მოწყვლად მოსახლებას საფრთხის ქვეშ აყებებს“, - განაცხადა ბაჩელეტმა.
მისი თქმით, მთავრობებმა უნდა განიხილონ გზები, თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანების ციხეებიდან გათავისუფლება, ვინც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან.
„მთავრობებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, ასაკოვანი პატიმრები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ასევე ის პირები, ვინც მსუბუქ დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს“,-განაცხადა კომისარმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.