USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
გაერო-ს გენერალური მდივანი - მე ვხედავ აპოკალიფსის ოთხ ცხენოსანს - ჩვენი პლანეტა იწვის!
Date:  1551

 გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიოში არსებული ვითარება აპოკალიფსის ოთხ ცხენოსანს შეადარა. მისი თქმით, მსოფლიოს 7,7 მილიარდიანი მოსახლეობა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას, რასაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა, კლიმატის კრიზისი, გლობალური უნდობლობა და ტექნოლოგიების ბნელი მხარეები იწვევს.

„მე ვხედავ ოთხ ცხენოსანს ჩვენს შორის - ოთხი უახლოესი საფრთხე, რომელიც საფრთხეს უქმნის 21-ე საუკუნის პროგრესსა და შესაძლებლობებს. დამანგრეველი კონფლიქტები გაღატაკებას იწვევს. ტერორისტულმა შეტევებმა უმოწყალო სიკვდილიანობა გამოიწვია. იზრდება ბირთვული საფრთხე. მეტი და მეტი ადამიანი ომის შემდეგ იძულებული ხდება საკუთარი სახლები ომისა და დევნის გამო დატოვოს“,- ნათქვამი  გუტიერეშის განცხადებაში, რომელიც გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა..

 მან ყურადღება „კლიმატის კრიზისის ეგზისტენციალურ საფრთხეებზეც“ გაამახვილა და განაცხადა, რომ ეფექტური თანამშრომლობის გარეშე, უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტა ვერ მოხდება.

„მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ოკეანის ტემპერატურა ახლა იმატებს, რაც წამში ხუთი ჰიროსიმას ბომბის ეკვივალენტია. მილიონობით სახეობა გადაშენების პირასაა. ჩვენი პლანეტა იწვის!“,-განაცხადა გუტიერეშმა.

ცნობისთვის, ბიბლიის მიხედვით ოთხი ცხენოსანი ეპიდემიას, ომს, შიმშილს და სიკვდილს აღნიშნავს.

 გუტიერეშის აზრით პირველი მხედარი ”უმაღლესი გეოსტრატეგიული დაძაბულობაა”, რომელიც პლანეტაზე  მშვიდობის შენარჩუნების საქმეისთვის უმთავრესი საფრთხეა.

 გენერალურმა მდივანმა  მეორე "აპოკალიპსისის" მხედარი "კლიმატური პირობებს უწოდა, რომლის გაუარესებამ გამოიწვია მსოფლიოში საშუალო ტემპერატურის ზრდა და უამრავი ბუნებრივი კატაკლიზმები.

 მესამე "მხედარი" გუტიერეშის თქმით მზარდი გლობალური უნდობლობა , ადამიანებმა დაიწყეს ეჭვის შეტანა გლობალიზაციის სარგებელში და სულ უფრო და უფრო აღარ ენდობიან ტრადიციულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს.

 ”ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია სიღარიბის აღმოფხვრაში, სოციალურ დაცვაში, ჯანმრთელობის დაცვაში და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, განათლებაში, ენერგეტიკაში.  ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ მმართველობა, გავუმკლავდეთ უკანონო ფინანსურ ნაკადებს, აღმოფხვრათ კორუფცია. ვუზრუნველყოთ ღირსეული სამუშაო ყველა ადამიანისთვის პლანეტაზე, ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ”, - ამბობს გენერალური მდივანი.

 მეოთხე აპოკალიპსის მხედრად გუტრიეში ციფრულ სამყაროს მოიხსენიებს და მისი ბნელი მხარეები დღევანდელი სამყაროსათვის მთავარ საფრთხეებად მიიჩნია. მან აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიები სულ უფრო ხშირად იყენებენ სიცრუის გავრცელებას, სიძულვილის სტიმულირებას და უწევენ ადამიანებს უკანონო ექსპლოტაციას.

 

economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way