USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
“გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ - პანდემიის დროს მილიონების ხარჯვა ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე გაუმართლებელია და მოვითხოვთ, შესყიდვების შეჩერებას
თარიღი:  1057

ამ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე ვთვლით სრულებით გაუმართლებლად და მოვითხოვთ, რომ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვები იყოს დროებით შეჩერებული, - ამის შესახებ “გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომლის 100 % წილის მფლობელი თბილისის მუნიციპალიტეტია, 1000 ცალ ნაგვის ურნის შესყიდვისთვის, დაახლოებით 1 მილიონ 300 ათას ლარს დახარჯავს.

„აღნიშნულ ტენდერში (ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე-NAT200005239) რომელიც ა.წ. 6 აპრილს დაიხურა, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, რომელმაც საწყის ფასთან შედარებით (1,527,400 ლარი) ნაკლებ ფასად - 1,296,000 ლარად შესთავაზა ნაგვის ურნები შემსყიდველს. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს 3 დღის ვადა აქვს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისთვის და თუ ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შესყიდვის პროცედურებიც დაიწყება. არანაკლებ საყურადღებოა ასევე თბილისის მერიის დაარსებული შპს “ეკოსერვის ჯგუფის” მიერ გამოცხადებული ტენდერი შადრევნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც მილიონამდე ლარია განკუთვნილი იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიასთან ბრძოლაში თითოეული მოქალაქე და გადასახადის გადამხდელი ჩართულია მთელი თავისი რესურსებით და ვცდილობთ, რაც შეიძლება რაციონალურად მოხდეს თანხების მობილიზება და განკარგვა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შესყიდვა არ წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. უფრო მეტიც, ამ ვითარებაში მილიონების ხარჯვას ნაგვის ურნებსა თუ შადრევნებზე ვთვლით სრულებით გაუმართლებლად და მოვითხოვთ, რომ ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვები იყოს დროებით შეჩერებული. შესაბამისად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, რათა მსგავსი ტენდერებისთვის განკუთვნილი თანხები გადანაწილდეს იმ გადაუდებელი ღონისძიებებისა და შესყიდვების დასაფინანსებლად, რაც კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში ეფექტიანად დაგვეხმარება. კიდევ ერთხელ პრინციპულად აღვნიშნავთ, რომ დღეს, მობილიზებული თუ გადახდილი თითოეული ლარი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეზღუდული რესურსების მქონე ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პარალელურად ჩერდება ბიზნესი, მოსახლეობის დიდი ნაწილი კარგავს სამსახურს, შემოსავლებს და ისიც კი არ ვიცით, რამდენ ხანს მოგვიწევს ასეთ რთულ და გაურკვეველ ვითარებაში ყოფნა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის