USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ფრიდრიხ მერცი: ჩვენი ვარაუდით, გერმანიაში დაფიქსირებული დრონების უმეტესი ნაწილის უკან რუსეთი დგას
თარიღი:  1100

გერმანიის კანცლერი ვარაუდობს, რომ გასულ უქმეებზე გერმანიის თავზე დაფიქსირებული დრონების უმეტესობის, მათ შორის იმ დრონების უკანაც, რომლებმაც მიუნხენის აეროპორტში ათობით ფრენა შეაფერხა, რუსეთი დგას.

„ჩვენი ვარაუდით, ამ დრონების უმეტესი ნაწილის უკან რუსეთი დგას,“ - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, ევროპის საჰაერო სივრცეში შეჭრის სიხშირე უპრეცედენტო იყო ცივი ომის დროსთან შედარებითაც კი, თუმცა აღნიშნა, რომ აქამდე შემჩნეული არცერთი დრონი არ იყო შეიარაღებული და ყველა მათგანი სადაზვერვო ფრენას ასრულებდა.

პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ გერმანიასა და ნორვეგიაში დრონების ინციდენტების ფაქტზე დაკავებები დაიწყო.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის