USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ფრიდონ ინჯია „პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს
თარიღი:  770

პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს" აყალიბებს, რომლის ყრილობასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პატრიოტთა ალიანსს". ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან - მოურავს, გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ ამ პარლამენტში ამ სტატუსით", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარი თქვა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის