USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ფრიდომ ჰაუსი: საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, სადაც 10 წლის წინ იყო
თარიღი:  774

საქართველოს დომკრატიულობის მაჩვენებელი ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რაც 10 წლის წინ იყო. ამის შესახებ "ფრიდომ ჰაუსის" ყოველწლიურ ანგარიშშია საუბარი.

"საქართველოში, ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტმა და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ, ნათლად აჩვენა ქვეყნის ბოლოდროინდელი რეფორმების დასასრული. საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, სადაც 10 წლის წინ იყო, - ვიდრე სულ უფრო ავტოკრატიული პირების მიმართ საზოგადოების ფრუსტრაციის ტალღაზე, ამჟამინდელი მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა" - ნათქვამია ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ევროპასა და ევრაზიაში, „ანტიდემოკრატიურლ სვლაზე“ საუბრობს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბევრ ქვეყანაში, არჩეული ლიდერები ხელისუფლების შესანარჩუნებლად დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძირს უთხრიან. ამასთან, ხელს უწყობენ „ალტერნატიულ ავტორიტარულ მმართველობას.“

ყოველწლიურ ანგარიშში, „ფრიდომ ჰაუსი“ ამ კუთხით ევროკავშირის ორ ქვეყანას გამოყოფს - უნგრეთსა და პოლონეთს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ორივე ქვეყანამ, „ბოლო ათწლეულის განმავლობაში იპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლა განიცადა.“

ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ ევროპასა და ევრაზიაში, სახელმწიფოთა უმეტესობა ამ მიმართულებით „ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე 10 წლის წინ იყვნენ.“

ანგარიშში, რუსეთი და ბელარუსი „კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებსაა“ მიკუთვნებული - გასული წლის განმავლობაში, რეპრესიების გაძლიერების ფონზე.

„ფრიდომ ჰაუსი“ ამბობს: „დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების სასტიკი დარბევა ბელარუსში; კრემლის მიერ, ანტიკორუფციული აქტივისტისა და ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ, სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი დემონსტირება - რეჟიმები მზად არიან ამ ყველაფერზე წავიდნენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.“

ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში შემცირდა სომხეთის დემოკრატიული რეიტინგის მაჩვენებელი. მასში ნათქვამია, რომ „2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, დემოკრატიამ პირველად დაკარგა თავისი ადგილი.“

 

წყარო: amerikiskhma.com

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის