USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ფრენების აღდგენა საქართველოს თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა - პაველ ჰერჩინსკი
თარიღი:  498

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან გადაწყვეტილებას, არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან და რუსეთიდან, არ დართონ ნება რუსულ თვითმფრინავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიის თავზე ფრენის.

ეს რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, აღედგინა ფრენები, მაგრამ მოითხოვდა შეთანხმებას მთავრობასთან - დამავალეს 27 სახელმწიფოსთან შეთანხმებული გზავნილი გადმომეცა, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით -განაცხადა მან.

ჰერჩინსკის თქმით, ვიცე-პრემიერისგან გამოისმინეს არგუმენტები, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ არც სანქცირებული ავიაზახები და არც თვითმფრინავები, რომელიც დასავლეთშია წარმოებული არ გამოიყენება, მაგრამ ამას "უფრო დიდი პოლიტიკური არსი აკლია".

„ჩვენ ახლახან გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე დამავალეს გადმომეცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის პოზიცია. ევროკავშირის პოზიცია შეთანხმებულია 27 წევრი სახელმწიფოს დედაქალაქების მიერ ბრიუსელში. მე თან მახლდნენ თბილისში წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. ჩვენ გადავეცით [ვიცე-პრემიერს], რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ მიიღოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ივე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან და რუსეთიდან და არ დართონ ნება რუსულ თვითმფრინავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიის თავზე ფრენის. ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთის იზოლირება მოვახდინოთ და ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა შეცვალოს საკუთარი ქცევა როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ აგრძელებს უკრაინაში.

სწორია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ეს აგრეთვე მოითხოვდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. ამიტომაც, დამავალეს, რომ გადმომეცა გზავნილი, რომელიც შეთანხმებულია 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დათანხმდეს პირდაპირ ფრენების აღდგენას რუსეთსა და საქართველოს შორის.

ქართულმა მხარემ, ვიცე-პრემიერმა მოგვახსენა არგუმენტები, რომელიც ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ არც სანქცირებული ავიაზახები და არც თვითმფრინავები, რომელიც დასავლეთშია წარმოებული არ გამოიყენება, მაგრამ სამწუხაროდ ამას უფრო დიდი პოლიტიკური არსი აკლია. მსურს შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ აკრძალოს ყველა ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის, ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 27-ივე წევრი ქვეყნის და სხვა პარტნიორი ქვეყნების, იმ მიზნით, რომ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და შევცვალოთ რუსეთის ქცევა უკრაინის მიმართ.

ახლა, მე არ ვფლობ ინფორმაციას რაიმე დისკუსიებზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ რაიმე სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი იმართებოდეს.

ცხადია, ეს განვითარება არ არის პოზიტიური რამ ჩვენი გამოსახედიდან, მაგრამ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს გადასაწყვეტია განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის