USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Tbilisi
ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ჩატარდა
Date:  

ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, წელს ფესტივალში უპრეცედენტო რაოდენობის, 14 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 11 სხვადასხვა კატეგორიის ტურნირი ჩატარდა. მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენს.

,,საჭადრაკო ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასი“ თავისი მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ფოთისთვის, რადგან მასში ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები ერთვებიან. შესაბამისად, აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა განსაკუთრებით ჩვენი მოზარდი თაობისთვის დიდი გამოცდილების და მოტივაციის მომცემია. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანა ალექსანდრიას ჩვენს ქალაქში და სრულიად საქართველოში ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.ვულოცავ გამარჯვებულ მოჭადრაკეებს მიღწეულ შედეგს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ”, - განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ფესტივალის ფარგლებში, გასულ წელს დაწესდა საჭადრაკო კლუბ „ნანას“ გამორჩეული მასწავლებლის, ფიდეს ოსტატის და წლების განმავლობაში ფესტივალის აქტიური მონაწილის ,,გიორგი გამზარდიას თასი".

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი - 2024“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო კლუბი „ნანა“. ღონისძიებას მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way