USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს
თარიღი:  1531

დღეს ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს, ჩატარდა მარათონი გიორგი ნიკოლაძის თასზე, მოეწყო საჩვენებელი საიუბილეო მხატვრული გამოფენები, სპორტული გამოსვლები.

„ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში გაიმართა ქუთაისის ფოტო-კინო მუზეუმის ექსპონატების, ნიკოლაძისეული მემორიალური ნივთებისა და უცნობი ფოტოების გამოფენა.

ნიკოს ქალაქში, დღის მთავარი მოვლენაა საიუბილეო გალა-კონცერტი.

20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება. დღესასწაულის მთავარი სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

ფოთელი მაყურებლის წინაშე წარდგებიან: ჯგუფი „თეატრალურის კვარტეტი“; ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი; ეკა მამალაძე; ნატალია ქუთათელაძე - გიწვევთ დღესასწაულზე ნიკოს ქალაქში ნიკო ნიკოლაძე180“, - ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის