ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (International distributed Physics Olympiad 2020), რომელიც მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურად ჩატარდა, ქართველმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს სამი მედალი და საპატიო სიგელი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო.
ძაძამია გიორგი - ბრინჯაოს მედალი,
კირთაძე ლუკა - ბრინჯაოს მედალი,
ნიკურაძე ნიკა - ბრინჯაოს მედალი,
კოპაძე ლუკა - საპატიო სიგელი,
თოიძე იოანე - მონაწილის სერტიფიკატი.
საქართველოს ნაკრების ლიდერი დავით ნიშნიანიძე, თანალიდერი ცოტნე შენგელია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.