USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტების 31% ჩაიჭრა, მათემატიკაში 16%; ქიმიაში 20% - ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგები
თარიღი:  1315

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

საგნების მიხედვით აბიტურიენტების შედეგები ასე ნაწილდება:

  • ფიზიკის გამოცდა - სულ წერდა 601 აბიტურიენტი, მათგან 31%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. გამოცდაზე მაქსიმალური ქულა იყო 63, ხოლო ზღვარი 15.75%;
  • ქიმიის გამოცდა - სულ წერდა 2540 აბიტურიენტი, მათგან 19.5%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 63, ხოლო ზღვარი 15.75 ქულა. 
  • მათემატიკის გამოცდა - სულ წერდა 14,927 აბიტურიენტი, მათგან 15.75%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 51, ხოლო ზღვარი 10.2 ქულა.
  • ბიოლოგიის გამოცდა - სულ წერდა 3,439 აბიტურიენტი, მათგან 14.7%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, ხოლო მინიმალური ზღვარი 17.5 ქულა.
  • ისტორიის გამოცდა - სულ წერდა 20,714 აბიტურიენტი, მათგან 5.5%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 60, ხოლო ზღვარი 15 ქულა. 
  • გეოგრაფიის გამოცდა - სულ წერდა 1,913 აბიტურიენტი, მათგან 8%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 59, ხოლო ზღვარი 14.75 ქულა. 
  • ინგლისური ენა - სულ წერდა 36,793 აბიტურიენტი, მათგან 4%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 70, ხოლო გამსვლელი ქულა 14.
  • ქართული ენა და ლიტერატურა - სულ წერდა 39,074 აბიტურიენტი, მათგან 3%-მა ზღვარი ვერ გადალახა. მაქსიმალური ქულა იყო 60, ხოლო მინიმალური ზღვარი 15 ქულა. 
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის