USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა - სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს
თარიღი:  799

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეიძლება საჭირო გახდეს.

გარდა ამისა, ფარმაცევტული გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დაუშვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა, შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო.

„ადამიანებს შეიძლება ყოველწლიურად დასჭირდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება. სავარაუდოდ, სრულად ვაქცინაციიდან სადღაც 6-დან 12 თვემდე პერიოდში საჭირო გახდება მესამე დოზა, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია მოხდება“, - აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.

ალბერტ ბურლამ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინები კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი ინსტრუმენტია.

მიმდინარე წლის თებერვალში Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას ტესტავენ, რათა იმუნური რეაქცია გაუმჯობესდეს.

„ვფიქრობთ, რომ მესამე დოზა ანტისხეულების რეაქციას 10-20-ჯერ გაზრდის. ვაქცინის მესამე დოზა ხელს შეუწყობს იმუნურ რეაქციასა და ახალი ვარიანტებისგან დაცვას“, - განაცხადა მაშინ ალბერტ ბურლამ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის