USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ფინეთი ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
თარიღი:  670

ფინეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს. ეს იმ ფონზე, როდესაც შვედეთის მმართველი პარტია გადამწყვეტ შეხვედრას მართავს, რომელსაც შეუძლია ფინეთისა და შვედეთის ერთობლივი წევრობის განაცხადს გზა გაუხსნას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.

მედიის ცნობით, ჩრდილო ევროპული ქვეყნების ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააუქმებს შვედეთის ორსაუკუნოვან ნეიტრალიტეტსა და ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის პოლიტიკას, რომელიც 75 წელზე მეტს ითვლის.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან საულ ნიისტოსთან სატელეფონო საუბრისას განცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების გეგმები "უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე".

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის