ფინეთის მთავარმა სატვირთო ოპერატორმა Nurminen Logistics-მა გამოაცხადა ჩინეთიდან პირველი საკონტეინერო მარშრუტის გაშვების შესახებ, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს, იუწყება Gazeta.ru, კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ ჩინეთიდან ტრანსკასპიურ მარშრუტზე პირველი მატარებელი დღეს, 10 მაისს გამოემგზავრა. მისი მარშრუტი გადის ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გავლით.
კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მარშრუტი აშენდა ორ წელიწადში, პრაქტიკულად ნულიდან. მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწიეს ყაზახეთმა და სხვა დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა.
Nurminen Logistics-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლი პოჰჯანვირტის თქმით, „მარშრუტის გახსნა ჩინეთის რკინიგზას სჭირდებოდა დარწმუნებული ყოფილიყო თანამშრომლობასა და ნდობაში კომპანიის მომხმარებლების მიმართ“.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.