USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - რა კურსითაც ქვეყანა მიდის და ეს არის ევროპული კურსი - პირადად მე სანქციებს არ ველოდები
თარიღი:  652

ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა, ის სანქცირებულთა სიაში საკუთარ თავს.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია, რის გამოც, მასთან ურთიერთობები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

„ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენი კურსია, რა კურსითაც ქვეყანა მიდის, ეს არის ევროპული კურსი, ამიტომ იმ ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის პოზიციები, რაც როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდა... ფინანსურ დახმარებას აქვს ერთი ნაწილი, რომელიც გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტნიორებთან ურთიერთობა, ის ურთიერთობა, რომელიც გვქონდა, უნდა გვქონდეს აუცილებლად და გვექნება. რაზე რა გავლენა იქნება, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან მიღებული, ამაზე ნამდვილად ვერ გეტყვით“, - განაცხადა კაკაურიძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა, არ ჩაუშვან, კაკაურიძემ უპასუხა, რომ ამას არ ელოდება.

„რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მე ჩავალ თუ არა? ბლინკენს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ის, რომ ინდივიდუალურ ადამიანებზე და ნებისმიერი თანამდებობის პირზე ჩავიდნენ, მსგავს გადაწყვეტილებას [არ ვიცნობ]. არ მგონია, რომ პირად სანქციაზე იყოს, რადგან არ ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის სანქციები ადეკვატურია, რომ ფინანსთა მინისტრს, ან მისს მოადგილეს [დაუწესდეს], თუ მას რამე კონკრეტული დანაშაული არ მიუძღვის“, - განაცხადა კაკაურიძემ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კურსს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ „საქართველოს ხელისუფლების კურსი არის, იყო და უნდა იყოს ყოველთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.

კიდევ ერთ კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის კანონის ამ ფორმით ძალაში შესვლას, კაკაურიძე აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა შედგეს“.

„კანონი ძალაში როგორი შევა, მთავარი არის ეს, ამ ფორმით შესვლას ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის ქვეყანა ეწინააღმდეგება, ამიტომ საუბარი იყო, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიალოგის შესაბამისად შესაძლებელია ის პრობლემური საკითხები, რომელიც არის, შეიცვალოს. გამჭვირვალობის პრობლემა მე მგონი, არავის უნდა ჰქონდეს, გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს“, - აცხადებს კაკაურიძე.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის