USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
ფაშინიანისა და ალიევის განცხადებები სამხედრო კონფლიქტზე
თარიღი:  1152

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ განცხადებებს ავრცელებენ.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა მიაღწია უდიდეს დიპლომატიურ გამარჯვებას – ამის შესახებ იგი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს.

„საერთაშორისო საზოგადოება ნათლად ამჩნევს, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემი ტერორისტების დახმარებით, თავს ესხმის სომხეთსა და მთიან ყარაბაღს“ – ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.“

მისი თქმით საომარი ხაზი ხდება „ცივილიზაციის ხაზი“, რადგან არწახი (მთიანი ყარაბაღი) იბრძვის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.

„ტერორიზმი თანაბრად უქმნის საფრთხეს აშშ-ს, რუსეთს, ირანს, საფრანგეთს, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს“ – ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „სამართალი აუცილებლად იპოვის თავის ადგილს და აზერბაიჯანი აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას“ – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებულ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. დარწმუნებული ვარ მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით“

მთიან ყარაბაღში სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს გამთენიისას განახლდა. 30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო აემოქმედებინა შეჩერების მექანიზმი და მხარეებს მოუწოდა მშვიდობისაკენ. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების ცეცხლის შეწყვეტის დაჟინებული მოთხოვნისა, მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის