USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
თბილისი
ფაშიანიანი რუსეთში "მაიდანს" აღვივებს და თან მას "დახმარებას სთხოვს"?
თარიღი:  1180

მოგეხსენებათ, დღეს ყველაზე "ცხელი" წერტილი რუსეთში არის ხაბაროვსკი, სადაც მოსახლეობა აღშფოთებულია გუბერნატორის სერგეი ფურგალის დაჭერით და პოსტიდან მოხსნით, ხოლო ფაქტობრივად, იგი უკმაყოფილო იყო რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი რეჟიმით - ФСБ – სა და სამართალდამცავი ორგანოების ყოვლისშემძლეობის, უფლებებისა და თავისუფლებების ჩახშობისა და კორუფციის გამო.

პრინციპში მომიტინგეების მოთხოვნები სავსებით სამართლიანია, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - რუსეთის მტრებს, რომლებიც  ოცნებობენ რუსული "მაიდანის" ორგანიზებაზე და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლაზე, შეუძლიათ ისარგებლონ საპროტესტო აქციებით.

ასეთ ვითარებაში, ის ქვეყნები, რომლებიც განიხილებიან რუსეთის "მოკავშირეებად", სულ მცირე, არ უნდა ჩაერიონ მის შინაგან საქმეებში. უპირველეს ყოვლისა ეს სომხეთის რესპუბლიკას ეხება, რომელმაც, თოვუზის რეგიონში, აზარბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, ხელახლა გააღვივა სომხეთ-აზარბაიჯანის კონფლიქტი და შემდეგ თხოვნით მიმართა რუსეთ დაიცვას იგი, როგორც "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი". "გადაუდებელი დახმარების" მოთხოვნა გრძელდება, განსაკუთრებით აზერბაიჯან-თურქული სამხედრო წვრთნების ფონზე.

ამ დროს კი ზოგიერთი საინფორმაციო წყაროებიდან ირკვევა, რომ ფაშინიანი ბოლომდე ლოიალური არ არის ”მოკავშირის” და მფარველის მიმართ და ირიბად მონაწილეობს რუსეთში რევოლუციური ”მაიდანის” გაღვივებაში, რომლის შედეგები ყველასთვის არაპროგნოზირებადია.

2 დღის უკან ხაბაროვსკში რუსსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელიც მიტინგებს აშუქებდა თავის YouTube არხზე, და მისი პოზიცია იყო პროვოკაციულ და უკიდურესად მტრული რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის მიმართებაში. იმავდროულად, რომანოვი ასევე ცნობილია, როგორც სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ”კარის ბლოგერი”. ის სომხეთში იმყოფებოდა და 2018 წლის სომხურ მაიდანსაც აშუქებდა, რის შედეგადაც ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდა..

რომანოვის რეპორტაჟები და ვიდეორგოლები, მაშინ საკმაოდ პოპულარული იყო და დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ რუსეთის სომხური დიასპორის უდიდესი ნაწილი, სწორედ პაშინიანს მიემხრო ამ ბრძოლაში. ალექსი რომანოვმა, გადაიღო ვიდეო, სადაც დისკრედიტირებულები არიან რუს სამხედრო მოსამსახურეების სომხეთში (გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა), სწორედ ისინი, ვისაც დღეს ფაშიანიანი დახმარებას სთხოვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომეხთა ინტერესების დასაცავად.

დღეს კი ალექსეი რომანოვი ხაბაროვსკშია და იქაც ცდილობს იგივე პროცესების ორგანიზებას, რაც მან ერთხელმ უკვე მოახერხა სომხეთში. მისი ქმედებები ატარებდა აშკარად პროვოკაციულ ხასიათს, რადგან ხაბაროვსკში, ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, დააკავეს მხოლოდ ერთი ადამიანი - სააგიტაციო მანქანის მძღოლი და ისიც მოძრაობის წესების დარღვევისთვის. სიმბოლურია, რომ რომანოვი დააკავეს მაისურში, რომელზეც იყო სომხური წარწერა դուխով ან „დუხოვ“ (სიტყვასიტყვით ნიშნავს „თამამად“, „უშიშრობით“. ეს სიტყვა იყო „რევოლუციის“ ლოზუნგი, რომელმაც ფაშინიანი ხელისუფლებაში მოიყვანა).

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რომანოვის დაპატიმრების წინა დღეს, რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ დეგტიარევმა განაცადა, რომ ხაბაროვსკში მიმდინარე საპროტესტო აქციები უცხოეთიდან არის მართული. მისი თქმით პირველ აქციებს ორგანიზატორები არ ჰყავდათ, მაგრამ შემდეგ ამ აქციებს შეუერთდა "ყველა ცნობილი გასტროლიორი", მათ შორის უცხოელები, და მათ შორის საქართველოდანაც.

როგორც ჩანს, ქართველოფობია გრძელდება რუსეთის მმართველ წრეებში და ისინი კვლავ აგრძელებენ მითიური "ქართული კვალის" დანახვას.

ბლოგერ ალექსეი რომანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრულია 20.2-ე მუხლის 6.1 ნაწილით (მონაწილეობა არაკოორდინირებულ მოქმედებაში, რომელიც ხელს უშლიდა ფეხით მოსიარულეთა და მანქანების გადაადგილებას). ბრალდება წარდგენილია 11 ივლისს ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებითაა. ანუ, სომხურ-აზარბაიჯანული საბრძოლო მოქმედების დაწყების წინა დღეს თოვუზში, რის შემდეგაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთს "მოკავშირეთა დახმარება" სთხოვა, როცა ამ დროს მისი ერთგული ბლოგერი არეულობას აღვივებდა ხაბაროვსკში.

წყარო:https://kavkazplus.com/

 

თბილისი
სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელდა
კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.
დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ცინცაძის ქუჩაზე არსებული სივრცეები მთლიანად მოწესრიგდა, გამოთავისუფლდა იმ შემოღობვებისაგან, რომლებიც ამახინჯებდა ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ახლა ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით შევიდეთ ყველა უბანში, ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყოს ასეთივე მოწესრიგებული, როგორიც აქ, ცინცაძის ქუჩაზეა. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული არეალებისა და სკვერების მოწყობა-განახლება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საერთო ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 900-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.
თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტები საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმაც დაათვალიერა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.