USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
New York Post - დონალდ ტრამპმა დაუმტკიცა როგორც ამერიკელ ამომრჩევლებს და დემოკრატებს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ იგი „ნამდვილი მეომარი და გულოვანი ადამიანია"
თარიღი:  602
სტატია გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტიდან“
დონალდ ტრამპმა დაუმტკიცა როგორც ამერიკელ ამომრჩევლებს და დემოკრატებს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ იგი „ნამდვილი მეომარი და გულოვანი ადამიანია“, - წერს გაზეთი „ნიუ-იორკ პოსტი“ (New York Post) სტატიაში სათაურით „ტრამპმა მისი მკვლელობის მცდელობის დროს დაამტკიცა, რომ მას ნამდვილი მეომრის სული აქვს“ (ავტორი - მაიკლ გუდვინი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩახმახისათვის თითი დემოკრატებს არ გამოუკრავთ, სამიზნე დემოკრატიულმა პარტიამ და მემარცხენე მასმედიამ განსაზღვრეს, რომლებიც სისტემატურად აღვივებდნენ სიძულვილს დონალდ ტრამპის მიმართ - 13 ივლისს ამ სიძულვილმა თავის აპოგეას მიაღწია.
დემოკრატებს ხელი ექს-პრეზიდენტის სისხლში აქვთ გასვრილი.
ისინი არასოდეს არ მალავდნენ თავიანთ სიძულვილს და მტრობას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მიმართ: ისინი მას არალეგიტიმურ პრეზიდენტად თვლიდნენ; ისინი აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპი დემოკრატიისათვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი შეჩერება აუცილებელია; სწორედ დემოკრატებმა მიუსიეს დონალდ ტრამპს პროკურორებისა და მოსამართლეების მთელი ლეგიონი საპყრობილეში ჩაჯენის მიზნით, რამდენჯერმე ჩაუტარეს ბინის ჩხრეკა და დაარღვიეს ისტორიული ბარიერები, წაუყენეს შეთითხნილი ბრალდებები; მას არაამერიკელს უწოდებდნენ და უფრო უარესს... დემოკრატთა მიერ დაქირავებული აქტივისტები ცდილობდნენ არ დაეშვათ დონალდ ტრამპი არჩევნებში და თქვენ წარმოიდგინეთ, ამას აკეთებდნენ „დემოკრატიის დაცვის სახელით“.
და ბოლოს, მას ესროლეს.
მკვლელობის მცდელობის მომენტში დონალდ ტრამპმა ნამდვილი მეომრის სული გამოავლინა და ამით გაამართლა ის უდიდესი რწმენა ლიდერობაზე, რომელიც მილიონობით მის მხარდამჭერს აქვს. უკვე უეჭველია, რომ ეს მოვლენა ყოველი რესპუბლიკელი და ბევრი დემოკრატი ამომრჩევლისათვის გადამწყვეტი ფაქტორი - ჭეშმარიტების მომენტი - გახდება, ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
დემოკრატების ბრალი არ შემოიფარგლება რამდენიმე ადამიანის მოქმედებით. დონალდ ტრამპის მიმართ გამოხატული სიძულვილი - ეს „მაინსტრიმის ავადმყოფობაა“, რომელსაც პოლიტიკოსები და მასმედია 2016 წლიდან კვებავენ“. სამწუხაროდ, მათი „ცხელ-ცხელი ფრაზები და ხელოვნურად გაბერილი ფორმულირებები“, რომლებიც ყოველდღიურად მეორდებოდა, ბევრმა პირდაპირ გაიგო და დაიჯერა. დღეს მსოფლიომ დაინახა, თუ რა შედეგების გამოწვევა შეუძლია ამგვარ „დემოკრატიულ პოლიტიკას“.
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის