USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
“ევროპულმა საქართველომ” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი წარადგინა
Date:  739

“ევროპულმა საქართველომ” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი დღეს, 20 სექტემბერს დაასახელა.

ახვლედიანის თქმით, მისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ყველაზე მისაღები და ოპტიმალური გადაწყვეტილება” “ევროპულ საქართველოს” გუნდთან ერთად მონაწილეობაა. ახვლედიანის განმარტებით, “ევროპულმა საქართველომ” ყველაზე კარგად გაიაზრა წარსულის შეცდომები და იცის რა არის სამართლიანი მმართველობა.

“ბათუმელები, რომელთაც უბრალოს მობეზრდათ ამდენი გაუთავებელი ექსპერიმენტი ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული, მობეზრდათ შიშში, გაურკვევლობასა და გაუცხოვებაში, კორუფციულ ჭაობში და გარიყულ საზოგადოებაში ცხოვრება, გააკეთებენ არჩევანს და ეს იქნება ევროპული, დასავლური, არარუსული გუნდი, ევროპული საქართველო, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოუტანოს როგორც ამ ქალაქს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები.“ -განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანმა “ქართული ოცნება” 2016 წლის მაისში დატოვა. ახვლედიანმა წამოსვლისას განაცხადა, რომ პარტიამ ყველა შესაძლებლობა ამოწურა იმისთვის, რომ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალად გადაქცეულიყო.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way