ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს საქართველოს 29 000-მდე მოქალაქის განაცხადი შევიდა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მეტი განაცხადი შეიტანეს თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა და ბანგლადეშელებმა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 14 970 მოქალაქემ მიმართა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.