USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ევროპელი ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი, 18 დეკემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ
თარიღი:  678

ევროპელი ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტესა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა მას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან.

ევროპელი ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ფორმატებისა და ევროპული სამშვიდობო მისიის შექმნის შესახებ იმსჯელებენ.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ მომავალ ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და კირ სტარმერიც მიიღებენ.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის