USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
Date:  344

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა ძალაში იქნება. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებებს, რომელშიც სანქცირების, ვიზალიბერალიზაციის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებების საკითხები ჩაიწერა.

ვიზალიბერალიზაციაზე შესწორებას მხარი დაუჭირა 256 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 202.

რეზოლუციაში, რომელიც  შესწორებებით დაამტკიცა, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

„ევროპარლამენტი გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შესრულებულ პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთ მცდელობაში, შეარყიოს დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსი რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და მისი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობისთვის.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოს მიმართ, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება; მოუწოდებს კომისიას, საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება განაპირობოს ამ კანონის საქართველოს სამართლებრივი დღის წესრიგიდან ამოღების პირობით, მისი მიღების შემთხვევაში“, - აღნიშნულია რეზოლუციის შესწორების ტექსტში.

ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და მოუწოდებს მას მიიღოს და განახორციელოს რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ითხოვს. ამ კუთხით, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა; ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო უსვამს ხაზს მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს კომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების ნიშნულის შესრულებაზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია.

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ.

„საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა განზრახვა წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანთა ურთიერთობების ხელშეწყობის კრიმინალიზაციას ახდენს, რუსეთის „LGBTQ+ პროპაგანდის“ წესების მსგავსად; ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს კანონი და კანონი, რომელიც ზღუდავს ლგბტქ+ უფლებებს, შეწყვიტოს ყოველგვარი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე და უზრუნველყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის რეალური ხელშემწყობი გარემო“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way