USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება
თარიღი:  805

ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება.

ევროპარლამენტის არჩევნების თარიღი ევროკაშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დაამტკიცეს. მომდევნო არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 400 მილიონი მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოს 705 წევრს აირჩევს.

ევროკავშირში არჩევნები ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ოთხდღიანი პერიოდის განმავლობაში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად.

საკანონმდებლო ორგანოს განახლება ასევე იწვევს ცვლილებებს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობაში.

ადრეული პროგნოზით, ვარაუდობენ, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) დაკარგავს თითქმის 20 ადგილს, მაგრამ დარჩება უდიდეს ფორმირებად 163 ევროპარლამენტართან ერთად. მეორე ადგილზე კი სოციალისტების და დემოკრატების (S&D) ჯგუფი იქნება, 141 დეპუტატით.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის