USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის
дата:  777

ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ საქართველოში ევროკავშირის შუამავლობას და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მწვავე პოლიტიკური გარემოს გაღვივებისგან.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად და თავი შეიკავონ ისედაც მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ამ ძალისხმევად ღირს“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას.

„მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების ცენტრში დააყენონ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახვას გზას არსებული კრიზისიდან“, - ნათქვამია განცხადებში.

ევროდეპუტატები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მიერ არჩეულ გზას ევროკავშირთან უფრო ღრმა ურთიერთობის კუთხით.

„მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია კონსტრუქციული თანამშრომლობით შეიცვლება და როდესაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეეძლებათ სათანადოდ შეასრულონ თავიანთი როლი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროპარლამენტის დემოკრატიული მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

https://www.europarl.europa.eu/

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати