USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ევროკომისიის პრეზიდენტი - ბარბაროსული თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირი რუსეთს ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებას ჰპირდება
თარიღი:  673

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ საფუძველს და მისი მოდერნიზების შესაძლებლობებს.

„ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ თავდასხმას და ცინიკურ არგუმენტებს, რომლებიც გამოიყენება მის გასამართლებლად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ის რუსეთის წინააღმდეგ მასიურ და სტრატეგიულ სანქციებს დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.

„ეს სანქციები შექმნილია იმისთვის, რომ მძიმე ზიანი მიაყენოს კრემლის ინტერესებს და მათ უნარს, დააფინანსოს ომი. ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით რუსს არ სურს ომი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პრეზიდენტ პუტინს კანონის უზენაესობა ძალის უზენაესობითა და დაუნდობლობით ჩაანაცვლოს“, - განაცხადა მან.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის