USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ვიზები გააუქმა
თარიღი:  430

ევროკავშირმა აღნიშნული შეზღუდვები დაამტკიცა. 25 მომხრე და 2 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა, სადაც საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 

როგროც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, ეს არის ევროკავშირის პასუხი იმ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რასაც ევროპული გაერთიანება საქართველოში ხედავს.

გადაწყვეტილებას ჰქონდა კვალიფიციური უმრავლესობა, რაც ნიშნავს რომ უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. იოზვიაკი ამბობს, რომ შეზღუდვები ძალაში მარტიდან შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ოცნების" ლიდერები ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური პასპორტით მინიჭებული პრივილეგიებთ ვერარ ისარგებლებენ. 

ევროკავშირი მიდგომას მხოლოდ მას შემდეგ შეცვლის, როცა საქართველოს მთავრობა მიდგომას შეცვლის - აცხადებს იოზვიაკი.

ეს გადაწყვეტილება დღეს ევროკომისიამ მიიღო და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. კენჭისყრა დიპლომატებმა ჩაატარეს. გადაწყვეტილებას ჰქონდა კვალიფიციური უმრავლესობა, რაც ნიშნავს რომ უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა.  ეს ძალაში მარტიდან შევა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ თუ შენ გაქვს საქართველოს დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი, შენ აღარ ისაგებლებ ვიზალიბერალიზაციით როცა საზღვარგარეთ იმოგზაურებ. მაგრამ თუ გაქვს ჩვებულებრივი პასპორტი, შენ კვლავ შეგიძლია უვიზოდ მოგზაურობა. ეს არის სიმბოლური ნაბიჯი, პირველი ნაბიჯი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმისა. ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ პირველი დავიწყებთ იმ პირებით, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი შექმნილ მდგომარეობაზე. მოგვიანებით, თუ არ იქნება გაუმჯობესება, ჩვენ გადავხედავთ გადაწყვეტილებას მთელი მოსახლეობის მიმართ. ბევრ წევრ სახელმწიფოს არ სურს მთელი მოსახლეობის დასჯა, იმის გამო რასაც რამდენიმე მაღალჩინოსანი აკეთებს, მაგრამ თუ ამავდროულად არაფერი შეიცვლება, ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება მათ გამოიყენონ. ეს არის პასუხი იმ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რასაც ევროკავშირი საქართველოში ხედავს. ევროკავშირი მიდგომას მხოლოდ მას შემდეგ შეცვლის, როცა საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომას. ასე რომ მათ ურთიერთობაში უკუსვლა გრძელდება", - განაცხადა იოზვიაკმა. 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის