USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა
თარიღი:  1650

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ექვსი თვით ოფიციალურად გაახანგრძლივეს ეკონომიკური სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინის კონფლიქტში მისი როლის გამო.

 

ევროპის საბჭომ 29 ივნისს გადაწყვიტა მომავალი წლის 31 იანვრამდე დატოვოს ძალაში შემზღუდავი ზომები, რადგან "კვლავაც არ არის მიღწეული ... სრული განხორციელება" მინსკის შეთანხმებებისა, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი უნდა დაესრულებინა - ამბობს საბჭო განცხადებაში.

ევროპის ქვეყნების ლიდერები 19 ივნისს გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ სანქციებს მას შემდეგაც გაახანგრძლივებდნენ, როცა მათ 31 ივლისს ვადა ამოეწურებოდა.

სანქციები პირველად 2014 წლის ივლისში შემოიღეს, რუსეთის მხრიდან უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის კონფლიქტში, რომელსაც 13,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მას შემდეგ სანქციებს, რომელთა ძირითადი სამიზნეა რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკის და თავდაცვის ინდუსტრიები, ყოველ ექვს თვეში უგრძელებენ მოქმედების ვადას.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა ასევე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისთვის 2014 წლის მარტში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის