USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
Тбилиси
ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო
дата:  

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის საერთო პოზიციები, მათ შორის მოლაპარაკებების ჩარჩო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ეს გზას უხსნის მოლაპარაკებების დაწყებას 25 ივნისს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

мир
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати