USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
ევროკავშირის განცხადება ხელისუფლების მიერ შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ
თარიღი:  575

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება. ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა.

“ევროკავშირი საქართველო მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება.

ეს ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა - ფინანსური განზრახ გაგუდვის მეშვეობით პოლიტიკური დევნის აქტი, რომლის მიზანია, გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებული აზრი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია. წლების მანძილზე საქართველოს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა თავისი მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საბაზისო პრინციპებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.

ევროკავშირი მყარად უდგას გვერდში საქართველოს გამძლე და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთავრობის მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად აგრძელებს მოქალაქეებისთვის მსახურებას”, - განაცხადა ჰიპერმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის