USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა
თარიღი:  725

საქართველოს მთავრობამ კურსის ცვლილებისადმი მყარი ერთგულება უნდა აჩვენოს და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე 2025 წლის კომუნიკეში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა.

“საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ თავისი უკუსვლა და ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა გაიღოს, რათა მუშაობა დაიწყოს გამორჩეულ წუხილებზე და რეფორმებზე, რომლებიც კანდიდატი ქვეყნისთვის გამოქვეყნებული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად მრავალპარტიული მხარდაჭერითა და ეფექტური სამოქალაქო მონაწილეობით შემუშავდება და სრულად დაიცავს ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული.

ევროპული საბჭოს 2024 წლის დეკემბრის დასკვნების შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია გაწევრიანებამდე პროცესის გაჩერება, და მას შემდეგ საბაზისო საკითხებზე საქართველოს მიმდინარე უკუსვლის ფონზე, ევროკომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით მიიჩნევს.

საქართველოს მთავრობამ კურსის ცვლილებისადმი მყარი ერთგულება უნდა აჩვენოს და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდეს”, - ნათქვამია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე 2025 წლის კომუნიკეში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის