USD 2.7079
EUR 3.1680
RUB 3.3354
Tbilisi
ევრაზიის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება (კვლევის შედეგები - ნაწილი პირველი)
Date:  141

სადღეისოდ ევრაზიის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში, სხვადასხვა ტიპის ფინანსური რესურსებით ინტენსიურად მთელი რიგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლიობა ქმნის ერთიანი ევრაზიის სატრანსპორტო ქსელს, მას სხვანაირად ევრაზიის სატრანსპორტო კარკასსაც უწოდებენ.

წარმოდგენილი კვლევის მიზანია, წარმოვაჩინოთ თუ რა სახის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ევრაზიის სივრცეში, როგორია მათი საინვესტიციო მოცულობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი, ტვირთნაკადების გენერირების თვალსაზრისით მჭიდროთაა დაკავშირებული ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, აქცენტირებულად გვინდა გამოვყოთ ამ ქვეყნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი საინვესტიციო ტევადობა. 

კვლევაში საინვესტივიო მიმზიდევლობის თვალთახედვით წარმოდგენილი და შეფასებულია, ევრაზიის ერთიან სატრანსპორტო ქსელში საქართველოს როლი და ადგილი.

2025 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ევრაზიის არეალში 234 მილიარდი დოლარის  325 მსხვილი სატრანსპორტო ინფასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების 90 %  ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნების არეალში შემავალი რკინიგზებისა და საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობას, რეკონსტრუქციას და მოდერნიზაციას ითვალისწინებს.

ევრაზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე მიმართული ინვესტიციების 22 % ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მოდის.

სადღეისოდ ცენტრალურ აზიაში 90 მიმდინარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი ფიქსირდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 53 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ქსელის განვითარებისკენ მიმართული  ძირითადი საინვესტიციო რესურსი – 40 მილიარდი დოლარი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის და მისი TRACECA-ს დერეფნის განშტოების  განვითარებისკენ მიმართული.

თავდაპირველად რამოდენიმე განმარტებაზე  გვინდა გავამახვილოთ ყურადღება,კერძოდ ევრაზიის სატრანსპორტო კარკასი – განედურ და მერიდიანულ ურთიერთდაკავშირებულ სატრანსპორტო დერეფნების ქსელს წარმოადგენს.

კვლევა ევრაზიის რეგიონის 13 ქვეყანას აერთიანებს: აზერბაიჯანს, სომხეთს, ავღანეთს, ბელარუსს, საქართველოს, ირანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, მონღოლეთს, რუსეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს და უზბეკეთს.

კვლევის მონაცემები მოიცავს ინფორმაციას ინფრასტრუქტურული პროექტის დასახელების, მისი აღწერილობის, განმახორციელებელი ქვეყნის, სატრანსპორტო დერეფნის, ტრანსპორტის ტიპის, ინვესტიციების მოცულობის, დაფინანსების წყაროების, განხორციელების ვადების, განხორციელების სტატუსის და რიგ სხვა პარამეტრებს.

2025 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ევრაზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის განვითარება 325 პროექტს მოიცავს, რომელთა საერთო საინვესტიციო მოცულობა 234 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

საქართველოს საინვესტიციო წილი, ევრაზიის სატრანსპორტო კარკასში გაერთიანებულ 13 სახელმწიფოთა შორის დაბალია და 2.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.  რაც ევრაზიის ერთიანი ქსელის საერთო საინვესტიციო  მოცულობის 1.1 % ია.

 

ევრაზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელში გაერთიანებულ   საავტომობილო და სარკინიგზო პროექტების სინვესტიციო  მოცულობა 213.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ორივე სატრანსპორტო სახეობის ჯამური საინვესტიციო ტევადობა  91.3 % ია.

დანარჩენი ინვესტიციები მიმართულია აეროპორტების, ლოგისტიკური ცენტრების, მოძრავი შემადგენლობის, სამდინარე ტრანსპორტის, სასაზღვრო გადასასვლელების ინფრასტრუქტურის აღჭურვაში.

ტრანსპორტის სახეობების მიხედვით ევრაზიის სატრანსპორტო კარკასის ინვესტიციების 46 % მოდის საავტომობილო გზების მშენებლობაზე, 45 % სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.

რკინიგზა ევრაზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად  მეორე, ყველაზე კაპიტალდაბანდებადი სეგმენტია. რკინიგზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტები 105.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს მოითხოვს.

სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დანახარჯები დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის ზომაზე და მისი ეკონომიკის მასშტაბებზე.

კვლევის მიხედვით ამ კომპონენტის გათვალისწინებით, სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციაზე დანახარჯები მშპ თან ფარდობით, ყველაზე მაღალია აქვს ტაჯიკეთს, ავღანეთს და ყირგიზეთს, აღნიშნული მაჩვენებელი ასევე საკმაოდ მაღალია სომხეთსა და მონღოლეთში.

ამ ქვეყნებში  ინვესტიციების მშპ თან ფარდობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები განპირობებულია ახალი ფართომაშტაბიანი – ფინანსურად ტევადი სატრანსპორტო  პროექტების განხორციელებით.

 

საქართველოში, ბოლო წლებში 0.3 მილიარი დოლარზე მეტი ღირებულების პროექტი, პრაქტიკულად არ განხორციელებულა, ამიტომაც საქართველოში ინვესტიციის მშპ თან ფარდობის მაჩვენებელი რეგიონში ერთ – ერთი ყველაზე დაბალია.

წყარო: https://transcor.ge/

society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way