USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Тбилиси
«Deutsche Welle» (გერმანია): „თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს: რა იქნება შემდეგ? გერმანელი ექსპერტის სცენარი“ (ინტერვიუ გერმანელ პროფესორთან, სამხედრო ანალიტიკოს კარლო მასალასთან)
дата:  968

ბერლინში ცოტა ხნის წინათ გამოიცა გერმანიის ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი გერმანელი სამხედრო ექსპერტის კარლო მასალას წიგნი „თუ რუსეთი გაიმარჯვებს...“. რა მოხდება, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მოიგებს? რამდენად დიდია ახალი ომის საფრთხე ნატოს წინააღმდეგ? - აი, კითხვები, რომლის პასუხებსაც მკითხველი წიგნში წაიკითხავს.

გერმანული რადიო „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს ინტერვიუს პროფესორ კარლო მასალასთან სათაურით „თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს: რა იქნება შემდეგ? გერმანელი ექსპერტის სცენარი“ (ესაუბრება ჟურნალისტი რომან გონჩარენკო).

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თქვენს წიგნში გადმოცემულია სცენარი, რომელშიც უკრაინა იძულებულია კაპიტულაცია გამოაცხადოს, თანაც ქვეყანა თავისი ტერიტორიის 20%-ს კარგავს. თქვენ ასევე წერთ, რომ თუ ეს ნამდვილად ასე მოხდება, მაშინ რუსეთი ომში გამარჯვებული იქნება. გამოდის, რომ რუსეთმა ფაქტიურად უკვე გაიმარჯვა?

- დიახ, ასეთ შემთხვევაში რუსეთი გამარჯვებული იქნებოდა. ამიტომაც, თუ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის იმ ტერიტორიას, რომელიც ახლა ოკუპირებული აქვს, ეს უკვე რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს. კითხვა იმაზე, მიაღწია თუ არა რუსეთმა თავის სამხედრო მიზნებს თუ არა, მეორადია - იმიტომ, რომ ცეცხლის შეწყვეტა, ზავი და სხვა მსგავი მოქმედებები, რუსეთისათვის  მხოლოდ ტერიტორიული მონაპოვრის განმტკიცებას ემსახურება.

- ანუ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკვე შეუძლია თქვას: „კარგი, მოდით დავამთავროთ ომი“. რამდენად არის ეს შესაძლებელი?

- ამჟამად ეს ნაკლებსავარაუდოა - იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო ფართო და პერსპექტიული, შორს მიმავალი მიზნები აქვს. მას სურს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დამხობა და უკრაინის ხელისუფლების შეცვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლს სურს ისეთი სიტუაცია იყოს უკრაინაში, რომლის დროსაც ახალი არჩევნები ჩატარდება და მთავრობა პრორუსული იქნება. მაგრამ მას კიდევ აქვს ისეთი მიზნები, რომლებიც უკრაინის ფარგლებს სცილდება...

- მოდით, ამ მხრივ თქვენს წიგნში მოცემულ სცენარს მივყვეთ: უკრაინამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე კონსტიტუციური ვალდებულება ნეიტრალიტეტის დაცვის თაობაზე, უკრაინა არ უნდა გახდეს ნატოს წევრი. სამშვიდობო ძალები, რომლებიც ევროპელი და ჩინელი ჯარისკაცებისაგან არის შედგენილი, თვალს ადევნებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ არ ერევიან სიტუაციაში, თუ რეჟიმს რომელიმე მხარე დაარღვევს. მსოფლიო ბანკი აფინანსებს აღდგენით სამუშაოებს არამარტო უკრაინის იმ ტერიტორიაზე, რომელიც კიევის კონტროლქვეშ იქნება, არამედ რუსეტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც. უკრაინის ეკონომიკა სუსტია, მოსახლეობის განწყობა - უღიმღამო და გულგატეხილი... შესაბამასად, ცატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში პრორუსუსლი პოლიტიკური ძალები მოდიან. იბადება კითხვა: თუ ასე მოხდება, მაშინ რა პერსპექტივა ექნება უკრაინის ევროპულ მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას? თუ უკრაინის მთავრობა პრორუსული იქნება, მაშინ ევროკავშირი, აშშ-ის მსგავსად, უკრაინას ბედის ანაბარად მიატოვებს?

- არა, მე ასე არ ვფიქრობ. მე ჩემს წიგნში უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე განგებ არ ვწერ - იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივია. ჩემი სცენარის მიხედვით მოვლენები ხდება 2028 წელს. მინდა ვთქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი უარს იტყვის ზოგიერთი იმ კრიტერიუმის გამოყენებაზე უკრაინის მიმართ, რომლებსაც კანდიდატი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, უკრაინას მოკლე დროში წევრად მაინც არ მიიღებენ და რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირიდან საკმაოდ შორეულ დისტანციაზე იქნება. პირდაპირ გეტყვით: უკრაინა თუნდაც ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს ფაქტი - უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით - რუსეთს მაინც ვერ შეაკავებს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში თავის წევრების მიმართ კოლექტიური დახმარების პუნქტი აქვს ჩაწერილი, ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს - მას არ აქვს მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განმხორციელებლი სტრუქტურები.  მხოლოდ ევროკავშირი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს ისეთ მოვლენას, როგორიც, მაგალიტად, ბირთვული სახელმწიფოს მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი იქნება ევროკავშირის რომელიმე წევრის წინააღმდეგ. ევროკავშირს ამისათვის არც არმია ჰუავს და არც ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს. სხვათა შორის, ნატოს ძლიერებას 40-დან 70%-მდე ამერიკელები უზრუნველყოფენ.

- თქვენს წიგნში ჩანს, დარწმუნებული არ ხართ, გააგრძელებს თუ არა ევროკავშირი უკრაინისადმი დახმარებას, როგორც ბრიუსელი დღემდე აკეთებდა. თქვენი ლოგიკის თანახმად, დახმარების შეჩერება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებში სხვა პარტიები მოვლენ. თქვენ წერთ, რომ 2027 წელს საფრანგეთის ხელისუფლებაში მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ გაბატონდება, ყოფილი „ეროვნული ფრონტი“ და ქვეყნის პრეზიდენტიც შეიძლება ამ პარტიიდან იყოს. შესაბამისად, საფრანგეთი და შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც, უკრაინისადმი დახმარების გაწევას დაბლოკავენ. ასეა?

- დიახ, ჩემი ვარაუდით, თუ ცეცხლი შეწყდება და რუსეთი „კარგად მოიქცევა“, ანუ ტაქტიკურად მშვიდობიანად იმოქმედებს, ანუ არ გამოაჩენს რაიმე ნიშნებს უკრაინაზე (და, სამომავლოდ, იქ განლაგებულ ევროპულ სამხედრო ძალებზე) თავდასხმის მიზნით უახლოესი ორი წელიწადის განმავლობაში, მაშინ ევროპაში ძალიან მალე დაიწყება დისკუსია - ღირს თუ არა  დახმარების გაწევა? აზრი აქვს თუ არა დიდი ფულის ხარჯვას? იმიტომ, რომ მართლაც დიდი თანხები იხარჯება, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სხვა მიზნებისთვისაც ჭირდებათ: სოციალური პროგრამების დაფინანსებაში, საკუთარი ეკონომიკის აღმავლობისათვის და ა.შ. ჩემი ვარაუდით, თუ უკრაინა ომს წააგებს, მაშინ პოპულისტური და ექსტრემისტული პარტიები დაიწყებენ ლაპარაკს იმაზე, რომ თუ წასაგები იყო ომი, უმჯობესი იყო ეს სამი წლის წინ მომხდარიყო. ვიმეორებ, ასეთი ლაპარაკი აუცილებლად დაიწყება და მოსახლეობაც, თავის მხრივ, შეეცდება არჩევნებში თავისი ხმა მსგავს პარტიებს მისცეს.

- თქვენ თქვით, რომ, ალბათ, რუსეთი „კარგად მოიქცევა“ და უკრაინას თავს არ დაესხმებაო. მაგრამ რატომ გგონიათ, რომ არ დაესხმება, განა მოსკოვი პირობას დაიცავს?

- საკითხი ასე დგას - რამდენად სწრაფად აღადგენს რუსეთი თავის არმიას ხელახლა თავდასხმისათვის. ჯარების ძლიერების აღდგენას განმეორებითი შეჭრისათვის დრო ჭირდება. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ მეორე მხარეც მოემზადება. შესაძლოა პროცესი 6 თვე, ან ერთი წელი გაგრძელდეს, თუმცა ეს დროც საკმარისია იმისთვის, რომ დისკუსია დაიწყოს და ორივე მხარეს მშვიდობის სურვილმა იმძლავროს.

(...)

- დავუბრუნდეთ ჩვენ საწყის ჰიპოთეზას: უკრაინა ომს აგებს, მაგრამ რამდენად შეუძლია კიევს ომის მოგება? რა შეიძლება ამისთვის გაკეთდეს? გჯერატ თქვენ, რომ აშშ და რუსეთი წარმატებით დაასრულებენ მოლაპარაკებას და დაიდება სამშვიდობო ხელშეკრულება?

- მე ამ მოლაპარაკებიდან ბევრს არაფერს ველოდები. იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ყველაფერზე დათანხმდება, რასაც რუსები ითხოვენ, საბოლოოდ მათი მოლაპარაკების შედეგი უკრაინამ უნდა მიიღოს... მაგრამ მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების გარეშე უკრაინა ხელშეკრულების პირობებს არ დათანხმდება: „ჩემზე ჩემს გარეშე“? ასე რომ, გადამწყვეტი მომენტი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ევროპელები ამერიკელების ჩანაცვლებას. თუ შეძლებენ, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს. საბოლოო ჯამში, საკითხი ეხება რუსების სამხედრო ლოგიკის ცვლილებას - მათ ახლა ჰგონიათ, რომ ისინი უფრო მეტად ომის გაგრძელებით მოიგებენ, ვიდრე ომის შეწყვეტით. სინამდვილეში რუსეთის სამხედრო მანქანის მექანიზმი „ცვდება“ და კრემლს ომის უსასრულოდ გაგრძელება ასეთი ინტენსიურობით და ასეთი დანაკარგებით არ შეუძლია“.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати