USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
თბილისი
«Deutsche Welle» (გერმანია): „თბილისის სახიფათო ფლირტი მოსკოვთან“ (ანალიზი)
თარიღი:  453

„საქართველომ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, შეიძლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს. მაგრამ ქვეყნის სრული გადაქცევა პროკრემლურ სატელიტ-ქვეყნად შეუძლებელია - იმიტომ რომ არსებობს ხელშემშლელი ფაქტორი: ოკუპირებული ტერიტორიები, - წერს ივან პრეობრაჟენსკი, გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle» - „გერმანული ტალღა“) პოლიტიკური მიმომილველი, სტატიაში სათაურით „თბილისის სახიფათო ფლირტი მოსკოვთან“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაზე ლაპარაკობს, რომელიც თითქოსდა უკრაინისადმი მეგობრულად განწყობილ ოპოზიციონერებს უნდა მოეხდინათ. ქართველი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას აშინებს - თუ ჩვენ ხელისუფლებაში არარ ვიქნებით, რუსეთთან ომი დაიწყებაო. თავის მხრივ, მარია ზახაროვა, არამკითხე მოამბესავით, ქვეყნის „ოდკბ“-ში გაწევრიანებაზე მსჯელობს (თუმცა ამის შესახებ საქართველოს არ უთხოვია), ხოლო რუსი სენატორი ანდრეი კლიმოვი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალით დაეხმაროს.

რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი უთავსდებოდეს იმ ფაქტს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლიდანაა გაწყვეტილი, ხოლო რუსი სამხედროები აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას აგრძელებენ?

არჩევნები რუსული თარგით

საქართველოში 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებს. 2024 წელს პარლამენტმა, რომელშიც „ოცნების“ წევრი დეპუტატები დომინირებენ, საზოგადოების საპროტესტო აქციების მიუხედავად, მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც ოპოზიცია პრორუსულ „უცხოური აგენტების“ კანონს უწოდებს.

ახლახან კი საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ თავიდან იქნა აცილებული თავდასხმის მცდელობა მმართველი პარტიის არაფორმალურ ლიდერსა და სპონსორზე ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც რუსეთთან ბიზნეს-კავშირები აქვს. თავის მხრივ, კრემლმა სწრაფად დაგმო „თავდასხმის მცდელობა“, რომელშიც „ოცნების“ ხელისუფლებამ ოპოზოციონერები - ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველები და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები დაადანაშაულა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

ჯერ სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოზე და შემდეგ აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ამბები მთლად დაუჯერებლად უკვე არ ჟღერს. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა კონსპიროლოგია გაეთამაშებინა და განაცხადა, რომ თავდასხმას „ის ძალები“ ამზადებდნენ, რომლებმაც კინაღამ რობერტ ფიცო და დონალდ ტრამპი მოკლეს, თუმცა ცნობილი, რომ აღნიშნული ტერაქტები მარტოხელმა პირებმა მოახდინეს. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში სინამდვილეში არანაირი მკვლელობის მცდელობა არ მომხდარა და როგორც ოპოზიცია აცხადებს, ყველაფერი ხელოვნურად არის გამოგონილი. რეალური მხოლოდ ისაა, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ რეპრესიებს ახორციელებს.

აბიუზურ-დამამცირებელი დიპლომატიური ურთიერთობა

ამ მხრივ საჩვენებელ ამბად გამოიყურება ივნისში მომხდარი ინციდენტი, როცა საქართველოში სესვლა აეკრძალა სომეხ პოლიტიკოსს ტიგრან ხემალიანს, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს სომხეთის გასვლას ОДКБ-დან (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან).  იმიტომ, რომ სომხეთს ეს ორგანიზაცია არაფერში არ დაეხმარა - არც მთიანი ყარანაღზე კონტროლის შენარჩუნებაში და არც აზერბაიჯანთან სასაზღვრო კონფლიქტის დროს.

და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის ოფიციალური პირები არაორაზროვნად იწვევენ საქართველოს ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. და თბილისი „ოდკბ“-ის წევრი გახდება, მაშინ რუსეთი საქართველოს დაეხმარება იმ საიდუმლო ძალების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში, რომლებმაც ვითომდა ჯერ რობერტ ფიცოზეა და დონალდ ტრამპზე მოამზადეს თავდასხმა, ახლა კიდევ ბიძინა ივანიშვილზეც.

საქართველო, რასაკვირველია, „ოდკბ“-ში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, რაც არ უნდა ილაპარაკონ მოსკოვში, ჯერ-ჯერობით დუმილს ინაჩუნებს - ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე მაინც, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ასე უწოდებენ ქართველები  „სამხრეთ ოსეთს“) ოკუპირებას აგრძელებს.

მაგრამ არის ნორმალიზაციის სხვა გზაც - დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ოკუპაციის მიუხედავად. ხომ აცხადებს ირაკლი კონახიძე, რომ მისი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანად გეგმავს, ამისათვის კი მოლაპარაკების დაწყებაა აუცილებელი, მოლაპარაკებამდე კი დიპურთიერთობის აღდგენა. ასე რომ, ხმები იმის შესახებ, რომ პარლამენტის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსეთთან დიპლომატიურ კავშირებს აღადგენს, სრულიად სარწმუნოდ გამოიყურება.

რატომ არ არის საქართველო ყირგიზეთი?

რუსი ოპოზიციონერები, რომლებიც მასობრივად წავიდნენ საქართველოში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ახლა ისევ მასობრივად ამზადებენ ჩემოდნებს უფრო უსაფრთხო ადგილზე გასამგზავრებლად. საქართველო მათ უკვე თავის ტერიტორიაზე აღარ უშვებს. შესაბამისად, ისინი შიშობენ, რომ ვაითუ ხელისუფლებამ ყველას უკან, რუსეთში დაბრუნება აიძულოს, სადაც მათ სისხლის სამართლის საქმეები ელოდებათ, „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისა“ და უფრო მეტი - „სამშობლოს ღალატის“’ ბრალდებებით.

თავის მხრივ, ქართული ოპოზიცია, რომელსაც მაინცდამაინც დიდი შანსები არ აქვს არჩევნებში გასამარჯვებლად, აშკარად ელოდება რეპრესიების ახალ ტალღას.

მიმდინარე წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც ვერავინ ხელს ვერ შეუშლის ბიძინა ივანიშვილის პარტიას ქვეყანაში ხელისუფლების მონოპოლიზება მოახდინოს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს. იქმნება ისეთი განცდა, რომ საქართველო სწრაფად უბრუნდება რუსეთის სატელიტურ ორბიტას, ყირგიზეთის მსგავსად, სადაც რუსეთის გავლენის შედეგად პერმანენტულად იზღუდება სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები.

მაგრამ ამ ფონზე ოკუპირებული ტერიტორიები ჯერ-ჯერობით ისევ რჩება გადაულახავ დაბრკოლებად არამარტო ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ სხვა ისეთი პოლიტიკოსისთვისაც, რომელიც მოსკოვს იმედის მზერას მიაპყრობს და კრემლზე დაყრდნობას გადაწყვეტს. რუსეთის ხელისუფლება დაპყრობილ მიწებს ნებაყოფლობით არავის არ დაუბრუნებს. ცხადია, ასეთ კომპრომისზე არც ქართველი ხალხი არ დათანხმდება, ამ გარემოების გამო კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში ყველა პრორუსული ავტორიტარული რეჟიმი არასტაბილური იქნება.

წყარო: https://www.dw.com/ru/kommentarij-opasnyj-flirt-tbilisi-s-moskvoj/a-69778124

თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.