USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
Reuters-ი - რუსეთის შემოსავლები ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან იანვარში თითქმის 40 %-ით შემცირდა
თარიღი:  509
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემების თანახმად, რუსეთის შემოსავლები ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან იანვარში თითქმის 40 %-ით შემცირდა. უახლოეს თვეებში შემოსავლების შემცირება უფრო მკვეთრი იქნება, რადგან რუსებს გადაეკეტათ წვდომა ტექნოლოგიებთან და ინვესტიციებთან.
 
რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემოსავალმა იანვარში 18,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 38%-ით ნაკლებია 2022 წლის იანვარში მოსკოვის მიერ მიღებული 30 მილიარდი დოლარის მაჩვენებელზე, უკრაინაში შეჭრამდე ერთი თვით ადრე.

IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა თქვა, რომ დასავლურმა ზომებმა რუსული ენერგოექსპორტის წინააღმდეგ მიაღწია მიზანს - ნავთობის ბაზრების სტაბილიზაცია და მოსკოვის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირება.

„ჩვენ ველით, რომ ნავთობისა და გაზის შემოსავლების ეს კლება უფრო მკვეთრი იქნება უახლოეს თვეებში და კიდევ უფრო სწრაფი საშუალოვადიან პერსპექტივაში, ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების ხელმისაწვდომობის გამო,” - განუცხადა ბიროლმა Reuters-ს.

უკრაინის ომის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულია საერთაშორისო შეზღუდვები, მათ შორის G7 ქვეყნების მიერ დაწესებული ნავთობის ფას- - 60 დოლარის ლიმიტი ბარელზე, ტამაც განაპირობა რუსული ურალის ნარევის გაყიდვა Brent-თან შედარებით დიდი ფასდაკლებით.

ევროკავშირმა, რომელიც 27 ქვეყნისგან შედგება, ასევე აკრძალა რუსული ნავთობის ოფშორული იმპორტი დეკემბრიდან და სანქციები დააწესა რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ექსპორტზე. აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ასევე დააწესეს შეზღუდვები რუსული ნავთობის იმპორტზე.

მოსკოვი ეყრდნობა ნავთობისა და გაზის შემოსავლებს - დაახლოებით 11,6 ტრილიონი რუბლი (154,68 მილიარდი დოლარი) გასულ წელს - ბიუჯეტის ხარჯვის დასაფინანსებლად და ამიტომ ის იძულებული გახდა დაეწყო საერთაშორისო რეზერვების გაყიდვა ხარჯების გაზრდილი დეფიციტის დასაფარად, რაც უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.

ამავდროულად, ევროპა ჩქარობს რუსული გაზის ეტაპობრივ შეწყვეტას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შეწყვიტა გაზის მიწოდება ევროკავშირისთვის 2022 წლის თებერვალში უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ. შედეგად, ევროპაში გაზის ფასებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებლებს და ქვეყნები იძულებულნი გახდნენ იბრძოლონ ალტერნატიული წყაროების მოძებნისა და ენერგიის დაზოგვის ზომების მისაღებად.

ბიროლმა თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გასულ წელს მიაღწიეს პროგრესს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მათ შორის განახლებადი ენერგიისა და სითბოს ტუმბოების გამოყენების სწრაფი გაფართოება წიაღისეული საწვავის საჭიროების შესამცირებლად.

მაგრამ მისი თქმით, რისკები რჩება და ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ძალისხმევა ენერგიის დაზოგვისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად. ევროპის შესაძლებლობას მიაწოდოს საკმარისი გაზი, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩინეთის მხრიდან მზარდი მოთხოვნის გამო, ან თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ის კვლავ აწვდის ევროპას.
https://www.reuters.com/article/iea-energy-idINL4N3582TJ
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის