USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „კიევი რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე შეტევებს აფხაზეთშიც გააგრძელებს“
თარიღი:  502

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters), უკრაინულ მასმედიაზე დაყრდნობით, აქვეყნებს მასალას სათაურით „კიევი რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე შეტევებს აფხაზეთშიც გააგრძელებს“ (ავტორი - დან პოლეშჩუკი). უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას რუსეთზე შავ ზღვაში. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ოქტომბერს გააკეთა. დაახლოებით 5 თვის წინ დაწყებული კონტრიერიშის დროს, კიევმა გააძლიერა შეტევა რუსეთის ძალებზე, რომლებიც შავ ზღვაზე, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმშია განლაგებული. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მყოფი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს განახორციელა. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა სამიზნეში ამოიღებს ასევე რუსულ ხომალდებს იმ შემთხვევაშიც, თუ ოქტომბერის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, რუსეთი ფლოტის ნაწილს, ოკუპირებულ ოჩამჩირეში განათავსებს. "მცირე ხნის წინ რუსეთის მეთაურს მოუწია გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან მაქსიმალურად შორს, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - თქვა მან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაზე რუსეთის ბატონობის „ილუზია“ დაიმსხვრა. „რუსეთის ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან", - განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა: „ეს ისტორიული მიღწევაა". უკრაინის თავდასხმები ყირიმში და მის გარშემო მოიცავდა შეტევებს ნახევარკუნძულზე მდებარე რუსეთის საჰაერო ბაზაზე, სევასტოპოლში ბაზირებულ შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე და რუსეთთან დამაკავშირებელ ყირიმის ერთადერთ ხიდზე. კიევის ამ თავდასხმებმა ხაზი გაუსვა უკრაინის მზარდ შესაძლებლობებს, მათ შორის, საზღვაო დრონების გამოყენების თვალსაზრისით. პარალელურად, მოსკოვი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას შორი რადიუსის რაკეტებით და სამხედრო დრონებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, რუსეთის საზღვაო ძალებმა გაანადგურეს სამი უკრაინული უპილოტო გემი.

წყაროები: „როიტერი“ - https://www.reuters.com/world/europe/zelenskiy-says-will-keep-up-military-pressure-russian-forces-black-sea-2023-10-24/ „უკრაინსკა პრავდა“ - https://www.pravda.com.ua/rus/news/2023/10/24/7425541/

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის