USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „გამოკითხვის შედეგები: დონალდ ტრამპი - 40%, ჯო ბაიდენი 34%“
Date:  

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით  „გამოკითხვის შედეგები: დონალდ ტრამპი - 40%, ჯო ბაიდენი 34%“ // დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევს“ (ავტორები - ჯეისონ ლანგი, სტივ ჰოლანდი, ალექსანდრე ულმარი), რომელშიც მოცემულია „როიტერ“//„იფსოსის”მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები და ის ვარაუდები, თუ ვინ შეიძლება გახდეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში.

კვლევაზე დაფუძნებით, „როიტერი“ წერს, რომ ამომრჩეველთა შორის დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით ლიდერობს. ამასთან, ამომრჩეველთა უმეტესობას არ სურს, რომ ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ერთმანეთის პირისპირ, კვლავ დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი იხილოს.

ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში 1250 ზრდასრული გამოიკითხა. გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მხარს დონალდ ტრამპს უჭერს, 34% კი, - ჯო ბაიდენს. დანარჩენს, არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას ან სხვას აძლევს, ან არავის. გამოკითხვის შედეგებში, ცდომილების ზღვარი 3%-ია.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის, პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის მორიგ ბრძოლაში, ნიუ-ჰემფშირში, ტრამპმა ამ კამპანიაში დარჩენილი მისი ერთადერთი კონკურენტი, ნიკი ჰეილი დაამარცხა, ორშაბათიდან, ოთხშაბათამდე ჩატარებული გამოკითხვის დროს, რესპონდენტთა 67%-მა თქვა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთი და იგივე კანდიდატების ყოფნით დაიღალა და სურს ვინმე ახალი იხილოს.“ თუმცა, მხოლოდ რესპონდენტთა 18%-მა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევანის გაკეთება ბაიდენსა და ტრამპს შორის მოუწევთ, არჩევნებში ხმას არ მისცემენ.

გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი ამბობს, რომ უკმაყოფილონი არიან შეერთებული შტატების ორპარტიული სისტემით. ყოველი ოთხი გამოკითხულიდან ერთი კი ამბობს, რომ ამ სისტემით კმაყოფილია.

ამ გამოკითხვის შედეგები ასკვნის, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ წინაშე არსებული არჩევანით კმაყოფილი არ არის.

გამოკითხულთა 70 პროცენტი - მათ შორის დემოკრატების დაახლოებით ნახევარი - დაეთანხმა განცხადებას, რომ ბაიდენი არ უნდა ცდილობდეს ხელახლა არჩევას. ამავე გამოკითხვაში, გამოკითხულთა 56 პროცენტმა განაცხადა, რომ ტრამპმა არ უნდა იყაროს კენჭი, მათ შორის რესპუბლიკელების დაახლოებით მესამედმა.

დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის 5 ახლო პირზე დაყრდნობით, "როიტერი" წერს, რომ დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის თაობაზე მოკავშირეებსა და დონორებს აზრს ეკითხება.

აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ნომინაციასთან ახლა უფრო ახლოსაა, შესაბამისად, ცდილობს გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ბიულეტენზე ნომერ მეორე რესპუბლიკელი. მართალია პარტიული არჩევნები ჯერ კიდევ ათობით შტატში უნდა ჩატარდეს და საპრეზიდენტო ნომინანტსაც პარტია მხოლოდ ზაფხულში დაასახელებს, მაგრამ როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან საყოველთაო არჩევნებში კიდევ ერთხელ შერკინებისთვის ემზადება.

"ყოველდღე, ყველგან, სადაც მიდის ყველას ამა თუ იმ ადამიანზე ეკითხება", - თქვა მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ. ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც ტრამპის კამპანიის შიდა პროცესებს უშუალოდ იცნობს, ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.

მათი თქმით, ტრამპი განსხვავებულ რჩევებს იღებს, მათ შორის ხშირად შავკანიანი პოლიტიკოსების ან ქალების სახელებია. დონალდ ტრამპს ურჩევენ, რომ თავისი პოზიციები ამგვარად გაიმყაროს, რათა მათი ხმები თეთრ სახლში დაბრუნებაში დაეხმაროს.

ერთ-ერთი მისი ყოფილი თანამშრომელი თეთრი სახლიდან, ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა გამოხატა ინტერესი იმ რჩევის მიმართ, რომ მისი მოკავშირე და ვიცე-პრეზიდენტი ქალი პოლიტიკოსი უნდა იყოს, რადგან ეს მისი არჩევის პერსპექტივას დაეხმარება. რჩეულ კანდიდატებს შორის არიან ნიუ-იორკის კონგრესმენი ელის სტეფანიკი და სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი კრისტი ნოემი.

დონალდ ტრამპმა 10 იანვარს თქვა, რომ იცის, ვინ იქნება მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა მის კამპანიასთან დაახლოებული პირების თქმით, ის ჯერაც განაგრძობს რჩევების მიღებას იმის თაობაზე, თუ ვისი შერჩევა გაზრდის მის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს კი ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ის რესპუბლიკური პარტიის ნომინაციას მოიპოვებს.

წყაროები:

https://www.reuters.com/world/us/americans-dismayed-by-biden-trump-2024-rematch-reutersipsos-poll-finds-2024-01-25/

https://www.reuters.com/world/us/trump-seeking-advice-friends-allies-running-mate-pick-2024-01-25/

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way