USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპმა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება აღუდგინოს: გააჩნია, რა შემთხვევაში“
дата:  373

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა შესაძლოა უკრაინას სამხედრო დახმარება აღუდგინოს: გააჩნია, რა შემთხვევაში“ (ავტორი - დოინა ჩიაკა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მაიკლ უოლცმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხუთ მარტს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინის დახმარების აღდგენის საკითხს, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება შედგება და ნდობის აღდგენისთვის ნაბიჯები გადაიდგმება.

როგორც ცნობილია, ტრამპმა უკრაინას დახმარება ორშაბათს, 3 მარტს შეუჩერა. თეთრი სახლის განმარტებით, ეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების წახალისებისკენ მიმართული ნაბიჯი იყო.

მეორე დღეს, შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული სხდომისა და ამერიკის ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში ტრამპმა აღნიშნა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტისგან დადებითი შინაარსის მქონე წერილი მიიღო. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებისა და მშვიდობის დამყარების სურვილს გამოხატავს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს შეერთებულ შტატებთან უკრაინული, იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას. ვაშინგტონის თქმით, ეს შეთანხმება გადამწყვეტია უკრაინის თავდაცვისთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

მაიკლ უოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება "კარგ, დადებით პირველ ნაბიჯად" შეაფასა. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თქვა, რომ მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლები განიხილავენ მოლაპარაკების თარიღსა და ადგილს, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ უკვე ვსაუბრობთ [უკრაინელებთან] ნდობის აღდგენის ზომებზე, შემდეგ კი მივმართავთ რუსებს და მათ მხარესთანაც დავაზუსტებთ“, - განაცხადა უოლცმა ტელეკომპანია "ფოქსთან" ინტერვიუში. თუმცა, მას არ დაუზუსტებია, ნდობის აღსადგენად, რა კონკრეტულ ნაბიჯებზეა მხარეებს შორის საუბარი.

უოლცის განმარტებით, მოლაპარაკებათა დაწინაურების შემთხვევაში, თუკი ისინი შეძლებენ და თუ მხარეებს შორის ნდობა აღდგება, ამის შემდეგ მათ პრეზიდენტი ტრამპი გადაამოწმებს და შესაძლოა უკრაინის დახმარების საკითხი გადაიხედოს.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებული უნდა იყოს ჯერ დროებითი, შემდეგ კი მუდმივი მშვიდობის დამყარებისადმი ორივეს, როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარის გულწრფელ მიდგომაში.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати