USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „დასავლეთის სახელმწიფოებმა ეუთო-ს შეხვედრაზე უკრაინის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკეს“
თარიღი:  719

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა მასალა სათაურით „დასავლეთის სახელმწიფოებმა ეუთო-ს შეხვედრაზე უკრაინის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკეს“ (ავტორი - ქრისტოფერ შიკლუნა).

გთავაზობთ პუბლიკაციას

მალტაში ეუთოს  შეხვედრა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრთა ყოველწლიური თავშეყრას წარმოადგენდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბრიტანელ კოლეგასთან ერთად, რუსი საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში წარმოებული ომის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა უმეტეს წილად უკრაინის თემებს ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს საგარეო გასვლა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყანაში სერგეი ლავროვის პირველი ვიზიტს წარმოადგენს.

უკრაინელმა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ აღნიშნა, რომ “ამ წუთებში, უკრაინა საკუთარი არსებობის უფლებისთვის იბრძვის".

„ჩვენ თქვენი ტყუილების არ გვჯერა, კარგად ვიცით, რასაც აკეთებთ: თქვენ რუსეთის იმპერიის აღდგენა გსურთ”, - გამუცხადა რუსეთის დელეგაციის მეთაურს პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა რადოსლავ სიკორსკიმ.

„დღეს ის პრინციპები, რომლებზეც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაფუძნებული, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას”.

სამიტის დროს რუსეთმა და მასში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა ერთმანეთს პროტესტი გამოუცხადეს: სერგეი ლავროვი დარბაზში არ დაესწრო აშშ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სიტყვით გამოსვლას, თავის მხრივ კი, სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს დარბაზიდან გავიდნენ უკრაინელი საგარეო მინისტრი ანდრი სიბიჰა, მისი პოლონელი კოლეგა რადოსლავ სიკორსკი და სხვები.

წყარო: https://www.reuters.com/world/uss-blinken-russias-lavrov-face-off-osce-meeting-malta-2024-12-05/

 

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის