USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Reuter» (დიდი ბრიტანეთი): „გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რას ნიშნავს ეს თავშესაფრის მაძიებლებისთვის?“
თარიღი:  494

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - რას ნიშნავს ეს თავშესაფრის მაძიებლებისთვის?“ (ავტორი - ალექსანდრე რაცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად დაასახელა. ოთხშაბათს მიღებული ამ გადაწყვეტილების მიზანია თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების შემცირება იმ ქვეყნებიდან, რომელთა წარმომადგენლებიც, მეტწილად, თავშესაფარზე უარს იღებენ. მთავრობის განმარტებით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა ისეთი სახის ქვეყანას წარმოადგენს, სადაც არ არსებობს სახელმწიფო მიერ დევნის შიში და სახელმწიფო თავის მოქალაქეებს იცავს.

მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მომზადებული დადგენილება მიიღო. ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ "უსაფრთხოდ" შეფასებული ქვეყნებიდან თავშესაფრის თაობაზე განაცხადების განხილვა შესაძლოა უფრო სწრაფად მოხდეს, თავშესაფრის მინიჭებაზე უარის მიღების შემთხვევაში კი, განმცხადებელი დეპორტაციას უფრო სწრაფ ვადებში დაექვემდებაროს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელსა და 2023 წლის პირველ ნახევარში, ორივე ქვეყნიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებლების 99,9%-ს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა წელს ცდილობდა, გარკვეული უნარების მქონე იმიგრანტებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მიღება გაემარტივებინა. მიზანი, მუშახელის ქრონიკული დეფიციტია. მაგრამ, მიგრაცია გერმანიაში ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად რჩება, რამაც ხელი შეუწყო ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტენატივა გერმანიისთვის“ აღმასვლას. პარტიას ძირითად პოლიტიკურ პარტიებზე მეტი მხარდაჭერა აქვს და მომავალ საყოველთაო არჩევნებში, შესაძლოა მნიშვნელოვანი მიღწევებიც მოიპოვოს.

ლტოლვილთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „Pro Asyl”-მა, მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გერმანიის მთავრობა უგულებელყოფს რუსეთის მიერ, ორივე ქვეყანაში სეპარატისტული რეგიონების ოკუპაციას, რაც უსაფრთხოების მხრივ რისკებს ქმნის. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კანონის უზნაესობის შეფერხებას, ასევე „ლგბტქ+“ თემის უფლებების დარღვევას და მოლდოვაში, პრესის თავისუფლების მხრივ არსებულ პრობლემებს.

როგორც „ლგბტქ+“ უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, დისკრიმინაციისა და სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ კანონმდებლობა საქართველოს მიღებული აქვს, მაგრამ სამართალდამცავები შესაბამის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფენ, ჰომოფობია კი კვლავ გავრცელებულია სოციალურად კონსერვატიულ სამხრეთ კავკასიაში.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/germany-adds-georgia-moldova-list-safe-countries-origin-2023-08-30/

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის