USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს თბილისს გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
თარიღი:  1023

საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამის შესახებ TASS-ს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განუცხადა.

„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ სურთ გააუმჯობესონ ურთიერთობები მთავარ მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან - ჩვენთვის შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ ამავდროულად საჭიროა პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები. ჩემი აზრით, შეიძლება იყოს რამდენიმე მათგანი, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება. რეალობა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, მეორე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებზე - არის შეთანხმების ხელმოწერა სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ“, - განაცხადა მან.

57 წლის ბარციცი აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელია რუსეთის ფედერაციაში. მან მონაწილეობა მიიღო მიმდინარე წლის 15 თებერვალს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 4%-ით. ბარციცმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად სერგეი შამბა შეცვალა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის