USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ესტონეთში ნატო-ს მასშტაბური წვრთნები იწყება
თარიღი:  582

ესტონეთში დღეს ნატო-ს მასშტაბური წვრთნები იწყება. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ უდიდეს წვრთნებში, კოდური სახელწოდებით Hedgehog, 14 ქვეყნის 15 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

ალიანსში აცხადებენ, რომ წვრთნები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიგეგმა.

„ეს არის რეგულარული წვრთნები, რომლებიც დაგეგმილია რუსეთის სასტიკ და გაუმართლებელ შეჭრამდე უკრაინაში. ნატოს წვრთნები არის თავდაცვითი, გამჭვირვალე და შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს,“- განაცხადა ნატოს პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის