USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
თარიღი:  512

ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინიმუმ 92 ადამიანი ვალენსიაში დაიღუპა, ორი - ვალენსიის დასავლეთით, კასტილა-ლა მანჩაში და ერთი მალაგაში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულია.

ოთხშაბათს ესპანეთმა სამაშველო სამუშაოებში დახმარების გასაწევად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა, მაგრამ დატბორილი გზების და ჩამოგდებული საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზების გამო მაშველთა ბევრი ჯგუფი ქალაქებს მოწყვეტილია.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის