USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური სახალხო პარტია ლიდერობს
Date:  528

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს.

სახალხო პარტია საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ 136 მანდატს მიიღებს, მმართველი სოციალისტური მუშათა პარტია 122 მანდატს დასჯერდება, ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ პარლამენტში 33 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, კოალიცია „სუმარი“ კი 31 მანდატს მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის მოპოვებას პარლამენტში ვერცერთი პოლიტიკური სუბიექტი ვერ შეძლებს და კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკების დაწყება მოუწევს.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way