ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დედაქალაქში დათვლილი 584 უბიდან 572-ის შედეგები ცნობილია.
ცესკოს ინფორმაციით, 12.459%-იანი მხარდაჭერა მიიღო პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.
ამასთან, "გირჩი - მეტი თავისუფლების" კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ამომრჩეველთა ხმების 7.528% მიიღო, "კონსერვატორები საქართველოსთვის" კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ კი - 4.121%.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.