USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
ცესკოს თავმჯდომარის განცხადება
дата:  704

ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გამოვეხმაურო ზეწოლის კამპანიას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად პატივს ვცემ თავისუფალი გამოხატვის უფლებას - ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც დაცულია ევროპული დემოკრატიული სტანდარტებით - ეს უფლება უნდა განხორციელდეს პასუხისმგებლობით და კანონიერი ქცევის ფარგლებში. როდესაც ასეთი ქმედებები სცილდება მისაღებ საზღვრებს, ისინი ავლენენ სამართლებრივი საფუძვლების ან მტკიცებულებების ნაკლებობას/არ არსებობას ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების დასამტკიცებლად.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვერანაირი ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (ეუთო/ოდირი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO), „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“(EPDE)) წინასწარი განცხადებებით, შეფასებებითა თუ დასკვნებით კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით.

მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, ჩემთვისაც და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებისთვისაც მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად და დაუღალავად ვიმუშაოთ რათა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებმა, არამედ საქართველოს თითოეულმა ამომრჩეველმა მიიღოს სრული და სწორი ინფორმაცია არჩევნების, განსაკუთრებით კი პოსტ საარჩევნო პერიოდში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ.

და ბოლოს მინდა ვუთხრა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, მათ ვინც გახდა უსამართლო ზეწოლის მსხვერპლი, გამოვიყენებ ყველა ადამიანურ და სამართლებრივ საშუალებას, რათა დავიცვა თქვენი უფლებები. თქვენი თავდადება და გამძლეობა არის საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედი და ჩვენ არ ვიქნებით მერყევი დემოკრატიის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვემსახურებით."

 

 
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати