USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ცესკო-ს მონაცემებით, 10 მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩველმა მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47,8 პროცენტი მივიდა
თარიღი:  

ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩველმა მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47,8 პროცენტი მივიდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა 117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარი მონაცემები.

„ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ საშუალება მოგვცა, დღეს კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში გაგაცნოთ წინასწარი შედეგები იმ 117 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელქტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებს მუშაობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა კომისიები ხელით დამატებით გადაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს საარჩევნო უბნებზე. სიახლეა შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით, ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიების გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკო-ში გადმოიგზავნება. რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო-საარჩვენო ოქმები როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს, შემდეგ კი აიტვირთება ვეგბგვერდზე – results.cec.gov.ge. ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩველმა მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47,8 პროცენტი მივიდა. გაგაცნობთ 117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ მონაცემებს.

გურჯაანში, N8 მაჟორიტარული ოლქში კანდიდატმა, ზურაბ მუხულიშვილმა მიიღო 1 347 ხმა.

თიანეთში კანდიდატმა იოსებ მათურელმა მიიღო 345 ხმა.

ახალციხეში კანდიდატმა როინ ნებაძემ მიიღო 463 ხმა.

ტყიბულში გიორგი კერესელიძემ მიიღო 321 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 86,62 პროცენტია, ხოლო დამოუკიდებლად მონაწილე კანდიდატმა გიორგი გაგოშიძემ 204 ხმა, რაც 13,37 პროცენტია.

ქუთაისში მიხეილ გიორგაძემ მიიღო 5 331 ხმა.

მერების არჩევნებში, ცაგერში, ლევან ზალკანიანმა მიიღო 2158 ხმა, თერჯოლაში მანუჩარ რობაქიძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ 9 559 ხმა მიიღო.

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენ ილმა კანდიდატმა ბესიკ წულეისკირმა მიიღო 1 208 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 4,67 პროცენტი, ხოლო გიორგი ხახუბიამ მიიღო 24 646 ხმა, რაც ამომრჩეველთა 95,32 პროცენტია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის