USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ეს დღე ისტორიაში - 11 ნოემბერი
дата:  327

11 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 315-ე დღე (ნაკიან წლებში – 316-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 50 დღე.

დღის მოვლენები

  • 1675 : გოტფრიდ ლაიბნიცმა პირველად გამოიყენა ინტეგრალი y = f(x) ფუნქციის გრაფიკის ქვეშ ფართობის გამოსათვლელად.
  • 1843 : ჰანს კრისტიან ანდერსენის მახინჯი იხვის ჭუკი გამოქვეყნდა პირველად.
  • 1889 : ვაშინგტონი ხდება აშშ-ის 42-ე შტატი.
  • 1918 : პირველი მსოფლიო ომი დასრულდა - გერმანია მოკავშირეებთან დაზავებაზე აწერს ხელს კომპიენთან, საფრანგეთში.
  • 1962 : ქუვეითის ეროვნული ასამბლეა ქუვეითის კონსტიტუციას ამტკიცებს.
  • 1965 : როდეზია (ამჟამად ზიმბაბვე) დამოუკიდებლობას აცხადებს იან სმითის თეთრი უმცირესობის რეჟიმის მიერ.
  • 1975 : ანგოლა პორტუგალიისგან დამოუკიდებელი ხდება.
  • 1992 : ინგლისის ეკლესია კენჭისყრით უშვებს ქალების მღვდლად კურთხევას.
  • 1997 : საქართველოში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
  • 2004 : მაჰმუდ აბასი პალესტინის განთავისუბლების ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩა იასირ არაფატის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში.
  • 2004 : მერი მაკელისი ხელმეორედ აირჩა ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე.
  • 2008 : ეგვიპტეში, კაიროდან 40 კმ-ში აღმოაჩინეს 4300 წლის პირამიდა, რომელიც სავარაუდოდ დედოფალ სეშსეშეტს, ფარაონ ტეტის დედას, ეკუთვნოდა.
  • 2009 : სამხრეთ აფრიკაში პროზავროპოდების ჯიშის დინოზავრი აარდონიქსი აღმოაჩინეს.
  • 2019 : საპროტესტო აქციების გამო, ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა, პრეზიდენტის მოვალეობას სენატორი ხეანინე ანიესი ასრულებს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1050 : ჰაინრიხ IV — გერმანიის მეფე (გ. 1106)
  • 1155 : ალფონსო VIII — კასტილიის მეფე
  • 1821 : დოსტოევსკი, თედორე — რუსი მწერალი (გ.1881)
  • 1869 : ვიტორიო ემანუელე III — იტალიის მეფე
  • 1883 : ვირსალაძე, ანასტასია — ქართველი პიანისტი (გ.1968)
  • 1897 : ლაკი ლუჩიანო — ამერიკელი განგსტერი (გ.1962)
  • 1904 : ჰისი, ალგერ — ამერიკელი სახელმწიფო მოხელე და ჯაშუში (გ.1994)
  • 1928 : ფუენტეს, კარლოს — მექსიკელი მწერალი
  • 1939 : ხარანაული, ბესიკ — ქართველი მწერალი და პოეტი
  • 1945 : ორტეგა, დანიელ — ნიკარაგუის პრეზიდენტი
  • 1946 : ალასანია, გიული — ქართველი ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე
  • 1950 : დინესკუ, მირჩე — რუმინელი პოეტი
  • 1975 : შიუკაშვილი, ვალერიან — ქართველი პიანისტი
  • 1962 : მური, დემი — ამერიკელი კინომსახიობი
  • 1962 : მორისონი, ჯეიმზ — ავსტრალიელი მუსიკოსი
  • 1973 : ვაითი, ჯეისონ — ამერიკელი მუსიკოსი (გრინ დეი)
  • 1974 : დიკაპრიო, ლეონარდო — ამერიკელი კინომსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1855 : კერკეგორი, სიორენ — დანიელი ფილოსოფოსი
  • 1955 : ასლანიშვილი, იოსებ — ქართველი ექიმი-ენდოკრინოლოგი, მთამსვლელი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1975 : დობჟანსკი, თეოდოსიუს — უკრაინელი გენეტიკოსი (დ. 1900)
  • 1979 : ტიომკინი, დიმიტრი — წარმოშობით უკრაინელი კომპოზიტორი (დ. 1894)
  • 1999 : ტიმერმანი, ჯაკობო — არგენტინელი მწერალი და ჟურნალისტი (დ. 1923)
  • 2004 : არაფატი, იასირ — პალესტინის ლიდერი, ნობელი მშვიდობის პრემიის ლაურეატი (დ. 1929)
  • 2010 : დინო დე ლაურენტისი — იტალიელი პროდიუსერი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • სერაპიონ ზარზმელი
    • ანასტასია რომაელი
    • ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი
    • ღირსი ანა
    • კლავდიოსი, ასტერიოსი, ნეონი და თეონილა
экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати