USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში-ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე
Date:  699

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება.

„რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა უოლესმა.

მისი თქმით, რიგი ქვეყნები მზად არიან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ უკრაინასთან და მხარი დაუჭირონ გრძელვადიან გეგმებს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალში უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება რუსეთს თუ ვინმე სხვას. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ ამგვარი ორმხრივი შეთანხმებები შეიძლება წარმატებული იყოს რუსეთის შეკავებაში, რადგან „რუსეთის სახმელეთო ძალები საგრძნობლად შესუსტდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში“.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები კვლავ უჭერენ მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და მის დაფინანსებას ისე, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად კიევზე ზეწოლას არ ახორციელებენ.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way